“ხშირად მეკითხებიან, თუ როდის დასრულდება პანდემია“ - გადაუდებელი რჩევები და გაფრთხილება WHO-ს ევროპის ოფისის დირექტორისგან
COVID-19 - 13:10, 20 Jul, 2021     2384
ჰანს ჰენრი კლუგე, WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი პანდემიასთან და მისი გავრცელების მაქსიმალურად შეზღუდვასთანდ აკავშირებით ვრცელ წრილს აქვეყნებს, სადაც რეკომენდაციის სახით მოსახლობას მიუთითებს თუ როგორ უნდა დაიცვან წესები, რამდენად მნიშნელოვანია ვაქცინაციის პროცესი, რათა თავიდაცნ ავიცილოთ პანდემის შემდგომი გავრცელება.

„მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული დადგა, პანდემია შორსაა დასრულებიდან. პანდემიურმა დაღლილობამ გავლენა მოახდინა ჩვენს კოლექტიურ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ბუნებრივია, რომ ასეთი რთული პერიოდის შემდეგ ყველას დასვენება გვსურს.

თუმცა, გასულ ზაფხულს იგივე სიტუაციაში ვიყავით. როდესაც მთელს რეგიონში შეზღუდვები ნაადრევად შემსუბუქდა, აღინიშნა კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის კატასტროფული ზრდა, რამაც ისევ ლოქდაუნისკენ მოგვაბრუნა. ახლა, ჯანდაცვის სისტემებზე, სკოლაზე, საარსებო წყაროებზე, ეკონომიკებზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ერთწლიანი ზეწოლის შემდეგ, იგივე შეცდომის დაშვება არ შეგვიძლია.

ევროპის რეგონში ვაქცინაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ვაქცინირებული, ამავდროულად კი ვრცელდება შეშფოთების გამომწვევი ძალიან გადამდები ვარიანტები. ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების შემსუბუქება, რაც იწვევს COVID-19-ის შემთხვევების ზრდას; მოსახლეობის იმ ფენებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები არ არის მაღალი, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებს შორის, იზრდება ზეწოლა ჯანდაცვის სისტემებზე და ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

წელს, მიუხედავად იმისა, რომ გვინდა, რომ ზაფხულში მაქსიმალურად დავისვენოთ, სიფრთხილე გვმართებს, რათა თავიდან ავირიდოთ ავად გახდომა, სიკვდილი და პანდემია მალე დავასრულოთ.

ამ მიზნის მისაღწევად, რამოდენიმე გზა არსებობს: პირველ რიგში - ეს არის ვაქცინა. მეორე, თუ მოგზაურობა გსურთ, დაფიქრდით მის საჭიროებაზე. თუ მაინც გადაწყვეტთ იმოგზაუროთ, გააკეთეთ ეს უსაფრთხოდ.

უსაფრთხოდ მოგზაურობა ნიშნავს COVID-19–თან დაკავშირებული რისკების გაზომვას. სახლიდან გასვლის მომენტიდან დანიშნულების ადგილას მისვლამდე. ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი თავების რისკის მენეჯერები. რისკები უნდა შევაფასოთ და მივიღოთ უსაფრთხოების ზომები ყოველ ნაბიჯზე: დავიცვათ ფიზიკური დისტანცია, თავი ავარიდოთ ხალხმრავლობას და ვატაროთ პირბადე.

მოერიდეთ დახურულ და ხალხმრავალ სიცვრეებს. შეხვდით ადამიანებს გარე სიცვრეებში, ან ღია და კარგად ვენტილირებულ სივრცეებში, ამით ვირუსის გავრცელებას შევამცირებთ.

გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად დავუშვებთ დიდი სპორტულ ღონისძიებები და ფესტივალები გახდნენ ვირუსის სუპერ გამავრცელებელი სივცრეები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების დაცვით.

ვაქცინაციას უკვე აქვს დადებითი გავლენა და კიდევ უფრო შეამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს და ჯანდაცვის სისტემებზე ზეწოლას. მიუხედავად ამისა, მილიონობით მეტი ვაქცინაა საჭირო რისკის ქვეშ მყოფი პირების ასაცრელად, რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ ელოდება პირველ დოზას. ჯანდაცვის მუშაკებს, ასაკოვან ადამიანებს და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ წვდომა უნდა ჰქონდეთ ვაქცინებზე, რათა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის გრძელვადიანი შემცირება მოხდეს.

ამჟამად, ევროპის რეგიონში მოსახლეობის 41%-ია ერთი დოზით აცრილი, 29% კი - სრულად ვაქცინირებული. ეს მონაცემები ცხადჰყოფს, რომ პანდემია არ დასრულებულა, მათ შორის, არც იმ ქვეყნებში, რომლებმაც ვაქცინაციის მაღალ დონეს მიაღწიეს. რეგიონში ვაქცინების გადანაწილებაში უთანასწორობა რჩება ჩვენს უდიდეს გამოწვევად.

უფრო გადამდები დელტა ვარიანტი იწვევს შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის ზრდას. შესაბამისად, აუცილებელია ჩვენს ხელთ არსებული საშუალებების გამოყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული ვირუსის გავცრცელება და ვიხსნათ ადამიანების სიცოცხლე, მოვახდინოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების მორგება ადგილობრივი კონტექსტისთვის და სამართლიანი და სწრაფი ვაქცინაციის უზრუნველყოფა.

WHO-ს „საგანგებო სიტუაციაში გამოყენების დაშვების" (Emergency Use Listing) მქონე ყველა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია კოვიდ-19-ის რთული ფორმებისა და არსებული ვარიანტების გავრცელების პრევენციის კუთხით.

ხშირად მეკითხებიან, თუ როდის დასრულდება პანდემია. პასუხი მარტივია: ეს თქვენზეა დამოკიდებული. ეს ადამიანებისა და მთავრობების ხელშია. ჩვენ ვიცით რა არის ეფექტური პანდემიის წინააღმდეგ; ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები. არ დაკარგოთ იმედი. საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია, პანდემიის კონტროლქვეშ მოსაქცევად - და საბოლოოდ - მის დასასრულებლად.

ჩვენ ბევრს გავუძელით, ახლა არ არის ყურადღების მოდუნების დრო.“ - ნათქვამია კლუგეს წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ძალადობის შემზარავი ფაქტი - ერთმა მამაკაცმა გოგო გააუპატიურა, ხოლო მეორე მას იჭერდა
საუკუნის ძარცვა სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროში - კომპიუტერები ლეპტოპები და მობილურები, სადაც გამოძებისათვის უმნიშვნელოვანესი მასალები ინახებოდა, სახელმწიფო ექსპერტმა დაალომბარდა - დეტალები ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში (ვიდეო)
წამება ჩანგლით, ცხელი უთოთი, და წყლის ჭავლით - მსხვერპლი ქალაქის მთავარი ნარკოლრეალიზატორია. მფარველობს თუ არა მას პოლიცია - დეტალები იხილეთ ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში (ვიდეო)
ღარიბაშვილის "ძველი ახალი" საძმო, რომლის გაშვებასაც ბიძინა ივანიშვილი ითხოვდა - ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში (ვიდეო)
"ოცნების" ლიდერები ერთმანეთს ფარულად უთვალთვალებენ, უსმენენ და იწერენ, რასაც ივანიშვილთან დიდი საქმის გარჩევა მოჰყვა - "შიდა ომი" ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში (ვიდეო)
"რომ არა ერთი ახალგაზრდა კაცი, სამხედრო ზურგჩანთით, ალბათ გარდაიცვლებოდა კიდეც" - ქართველმა ჯარისკაცმა ქუჩაში მოხუცი კაცის სიცოცხლე იხსნა
მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებისთვის Facebook-რეკლამა ძვირდება
ერთ-ერთმა ცნობილმა მოდის სახლმა, თბილისში დაგეგმილი გადაღება გააუქმა - რას წერს სოფო ჭყონია
"ამ ჯოჯოხეთს მეორედ ვერ გადავიტან" - რას წერს თეა სიჭინავა
"ანტივაქსერი ექიმი იგივეა, რაც ათეისტი მამაო" - კულუმბეგოვი კოლეგებს აცრისკენ მოუწოდებს
6 მილიონი დოლარი ქალის გაუპატიურებისთვის - კუბა გუდინგ უმცროსი სასამართლომ დამნაშავედ სცნო
ბიტკოინის ღირებულება კვლავ დაეცა
პოლიტიკაში შეიძლება მტერსაც გაურიგდე, მაგრამ მოღალატესთან არავინ რიგდება - კობახიძე გახარიაზე
"ოცნება" შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შეცვლაზე საუბრობს
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42