3 მლნ ლარზე მეტი თანხის მითვისებისთვის ერთი პირი დააკავეს
კრიმინალი - 10:10, 23 Jun, 2021     742

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა საწარმოსთვის საბუღალტრო-აუდიტორული მომსახურების გაწევისას 2014-2020 წლების პერიოდში საწარმოს კუთვნილი 3 მლნ ლარზე მეტი თანხის მითვისებისთვის ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებული ერთ-ერთი საწარმოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საწარმოსთვის საბუღალტრო-აუდიტორული მომსახურების გაწევისას, სისტემატურად ახორციელებდა საწარმოს ანგარიშიდან თანხის გადარიცხვას მისივე და მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე, რის შედეგადაც, 2014-2020 წლების პერიოდში მიითვისა საწარმოს კუთვნილი 3 000 000 ლარზე მეტი თანხა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით.

გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ძალადობის შემზარავი ფაქტი - ერთმა მამაკაცმა გოგო გააუპატიურა, ხოლო მეორე მას იჭერდა
საუკუნის ძარცვა სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროში - კომპიუტერები ლეპტოპები და მობილურები, სადაც გამოძებისათვის უმნიშვნელოვანესი მასალები ინახებოდა, სახელმწიფო ექსპერტმა დაალომბარდა - დეტალები ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში (ვიდეო)
წამება ჩანგლით, ცხელი უთოთი, და წყლის ჭავლით - მსხვერპლი ქალაქის მთავარი ნარკოლრეალიზატორია. მფარველობს თუ არა მას პოლიცია - დეტალები იხილეთ ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში (ვიდეო)
ღარიბაშვილის "ძველი ახალი" საძმო, რომლის გაშვებასაც ბიძინა ივანიშვილი ითხოვდა - ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში (ვიდეო)
"ოცნების" ლიდერები ერთმანეთს ფარულად უთვალთვალებენ, უსმენენ და იწერენ, რასაც ივანიშვილთან დიდი საქმის გარჩევა მოჰყვა - "შიდა ომი" ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში (ვიდეო)
"რომ არა ერთი ახალგაზრდა კაცი, სამხედრო ზურგჩანთით, ალბათ გარდაიცვლებოდა კიდეც" - ქართველმა ჯარისკაცმა ქუჩაში მოხუცი კაცის სიცოცხლე იხსნა
მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებისთვის Facebook-რეკლამა ძვირდება
ერთ-ერთმა ცნობილმა მოდის სახლმა, თბილისში დაგეგმილი გადაღება გააუქმა - რას წერს სოფო ჭყონია
"ამ ჯოჯოხეთს მეორედ ვერ გადავიტან" - რას წერს თეა სიჭინავა
"ანტივაქსერი ექიმი იგივეა, რაც ათეისტი მამაო" - კულუმბეგოვი კოლეგებს აცრისკენ მოუწოდებს
6 მილიონი დოლარი ქალის გაუპატიურებისთვის - კუბა გუდინგ უმცროსი სასამართლომ დამნაშავედ სცნო
ბიტკოინის ღირებულება კვლავ დაეცა
პოლიტიკაში შეიძლება მტერსაც გაურიგდე, მაგრამ მოღალატესთან არავინ რიგდება - კობახიძე გახარიაზე
"ოცნება" შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შეცვლაზე საუბრობს
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - კადრები, რომელიც კიმ ჩენ ინს არ უნდა რომ ნახოთ
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42